LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურებო, მოემზადეთ – 10 ქალაქი, რომელიც 2020-ში უნდა ნახოთ

337
Couple of tourists in the city

ქალაქები, რომლებიც 2020 წელს აუცილებლად უნდა ნახოთ – უკვე ცნობილია. გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა CNN Travel სამოგზაურო კომპანია Lonely Planet-ზე დაყრდნობით TOP 10 მიმართულებას ასახელებს, რომელთა ნახვაც მომდევნო წელს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

10-ეულის შედგენისას Lonely Planet-მა რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინა და რეიტინგში შეიყვანა ის ქალაქები, რომლებიც წელს იქ დაგეგმილი ღონისძიებების გამო ყურადღების ცენტრში იქნებიან. რეიტინგში მოხვდნენ ნაკლებად ცნობილი ქალაქებიც, რომლებიც უდავოდ მშვენიერია და თქვენს ყურადღებას იმსახურებს.

2020 წელს მოსანახულებელი ქალაქების შესარჩევად Lonely Planet -ის რედაქტორებმა მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანის აზრი გაითვალისწინეს, მათი რეკომენდაციები შეაჯერეს და სწორედ ასე მიიღეს ათეული, რომელსაც წარმოგიდგენთ.

„არ არსებობს მსგავსი ადგილი დედამიწაზე როგორიც საქართველოა“ - National Geographic

დაკიდული ბაღები, ლურჯ და მწვანე ფერად ჩამომდინარი ჩანჩქერები -დიახ ეს საქართველოა

„ეს ის ადგილებია, რომლებიც 2020 წელს აუცილებლად უნდა განიცადოთ”, – ამბობს ტომ ჰოლი, Lonely Planet ვიცე-პრეზიდენტი.

მაშ ასე, TOP 10 ქალაქი, რომელიც 2020-ში უნდა ნახოთ:

  1. ზალცბურგი, ავსტრია

  2. ვაშინგტონი, აშშ

  3. კაირო, ეგვიპტე

  4. გალვეი, ირლანდია

  5. ბონი, გერმანია

  6. ლა პაზი, ბოლივია

  7. კოჩი, ინდოეთი

  8. ვანკუვერი, კანადა

  9. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

  10. დენვერი, აშშ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები