LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოგმართავთ თხოვნით, დამიდექით გვერდში “ქართული ოცნების განადგურებისთვის” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

182
მალხაზი

შვილმოკლული მამა, რომელიც პროტესტს განაგრძობს, საზოგადოებას მიმართავს. დღევანდელ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ მხარდაჭერა სჭირდება, რათა “ქართული ოცნება” გაანადგუროს.

“მოგართავთ საქართველოში და საზღვრებს გარეთ მყოფ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დიდი თხოვნით მოგმართავთ, დამიდექით გვერდში “ქართული ოცნების” განადგურებისთვის, ამ სიმახინჯის მოშორებისა და ამ სიმახინჯისგან ქართველი ხალხის გადარჩენისთვის,”- ამბობს მაჩალიკაშვილი.

დაპირისპირება პარლამენტთან: მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა (ვიდეო)

მაჩალიკაშვილი რამდენჯერმე წაიქცა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ოჯახი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.

ჩემს შვილს ჩატაევთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, არ იცნობდა. მხოლოდ ტელევიზორში ჰყავდა ნანახი. ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული, იმ ორი ჩეჩენი ბიჭის ნაცნობობაა, რომელიც 2 წლის განმავლობაში, სხვა ჩეჩნების მსგავსად, საქართველოში ცხოვრობენ. იმ ბიჭების ნაცნობობის გამო, ჩემი შვილი ტერორისტად გამოიყვანეს, ძალიან ადვილად იძახის სიტყვა ტერორისტს ხელისუფლება, რასაც მე ვგმობ, მარტო მე და ჩემი ოჯახი კი არა, მთელი ჩემი ქისტი ხეობა,”-აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი.

სტრასბურგში დავის პარალელურად ოჯახი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რასაც 50 კანონმდებლის მხარდაჭერა სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები