LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოეგოს პატრიარქი გონს და დაუბრუნდეს ღმერთს”- მეუფე პეტრე ცაავა

599
BeFunky-collage (2)

„ნამდვილად, დღეს უძღები შვილის დღეა და პატრიარქი და საპატრიარქო უნდა მოეგოს გონს და დაუბრუნდეს ღმერთს, რომელიც მათ ჰყავთ დავიწყებული და უკუგდებული”,- ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა. მისი სიტყვებით, ილია მეორემ ღმერთს პატიება უნდა სთხოვოს ათწლეულების განმავლობაში ჩადენილი უზნეობისა და უსამართლობისთვის.

„ნამდვილად, დღეს უძღები შვილის დღეა და პატრიარქი და საპატრიარქო უნდა მოეგოს გონს და დაუბრუნდეს ღმერთს, რომელიც მათ ჰყავთ დავიწყებული და უკუგდებული. რჯულისმიერი დარღვევით, უსამართლობით და უზნეობით, რაც ათწლეულების მანძილზე საუბედუროდ სუფევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და რის გამოც დღეს ერია დასჯილი. იერარქიის ცოდვა ერზე გადადის. ამიტომ პატრიარქის პირადი სინანული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის დაუბრუნდეს ქრისტე ღმერთს, როგორც უძღები შვილი და სთხოვოს შენდობა მისი უზნეობისთვის და იმ უსამართლობისთვის, რაც მას ათწლეულების განმავლობაში ჩაუდენია.”- განაცხადა პეტრე ცაავამ.

„ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის“ – პეტრე ცაავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები