LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობა “გაბედე” სუს-ის “დაბოქლომებას” ცდილობს

411
eeb587c16dfedf64c32b8038829ac589

ახალგაზრდული მოძრაობა „გაბედე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილების თქმით, სუს ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის კანტორაა, ამიტომაც შენობის ჭიშკრის „დაბოქლომებას“ გეგმავენ.  

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა ხმაურის ფონზე "დააბოქლომეს"

შენობასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მოძრაობის წევრებს ჭიკრამდე მისასვლელი გზის გადაკეტვა სურთ, თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა. არიან დაკავებულებიც. როგორც ცნობილია, აქციაზე შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი დააკავეს. 

აქციის მონაწილეების განმარტებით, მათ მოძრაობაში ყველა პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული, გარდა „ქართული ოცნებისა“.

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში: “დაბოქლომება” გრძელდება (ფოტო)

 

პოპულალურები