LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდით, ნუ შევხედავთ მიშელის ვიზიტს მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით – მაკა ბოჭორიშვილი

82
BeFunky-collage (3)

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების კუთხით არ უნდა იქნას განხილული.

“მოდით, ნუ შევხედავთ ამ ვიზიტს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით და ნუ განვიხილავთ ევროკავშირის ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსის ჩამოსვლას საქართველოში მხოლოდ ძალიან ვიწრო ჭრილში. ვიზიტს, რა თქმა უნდა, ექნება ის კომპონენტიც, რაც შეეხება შიდაპოლიტიკური ვითარებაა და განხილული იქნება ეს საკითხებიც, მაგრამ უფრო მეტი მნიშვნელობა ამ ვიზიტს აქვს იმ საგარეო პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენს რეგიონში ხდება”.-  აცხადებს დეპუტატი.

“ვიზიტი ვაქცინების მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი” – რა გზავნილებს ჩამოიტანს საქართველოში შარლ მიშელი, პოლიტიკური შეფასებები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ბელგიის სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოში შეხვდება ორივე მხარეს, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც.

შარლ მიშელი საქართველოში მოლდოვიდან ჩამოვა. თბილისის შემდეგ კი მას აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთ სახელმწიფოში, უკრაინაში ელოდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები