LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მმართველი პარტია რუსთავის საკრებულოში მყარ უმრავლესობას მოიპოვებს” – „ქართული ოცნების“ მორიგი კვლევა

32
ოცნება

„ქართული ოცნების“  სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა ჩაატარა წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევა ქალაქ რუსთავში.

გამოიკითხა 1405 რესპოდენტი, კვლევის ცდომილების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 3 პროცენტს.

კითხვაზე – „ხვალ რომ რუსთავის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“ პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

„ქართული ოცნება“- 49 %

ნაციონალური მოძრაობა – 33,6%,

პატრიოტთა ალიანსი – 3, 5%,

საქართველოსთვის – 3,3%,

„გირჩი – მეტი თავისუფლება- 2,7%,

ლელო – 1,8%,

ლეიბორისტული პარტია – 1,2 %,

სხვა პარტიები (-1%) – 4,2/

პარტიის დასკვნით, რუსთავის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.

„ქართული ოცნება“ 23;

„ნაციონალური მოძრაობა“ 10;

„პატრიოტთა ალიანსი“ 1;

„საქართველოსთვის“ 1.

კითხვაზე – „ხვალ რომ რუსთავის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 53,5%,

დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 36,8 %,

ბექა ლილუაშვილი (საქართველოსთვის) – 3,65%,

თორნიკე არევაძე (პატრიოტთა ალიანსი)- 2,6%,

სხვა კანდიდატები – 3,5%.

„როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს რუსთაველი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

ნინო ლაცაბიძეს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას“. – განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები