LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველ პარტიას არ შეუძლია, გააუქმოს დოკუმენტები, რომლებსაც სხვების ხელმოწერაც აქვს, 19 აპრილის შეთანხმება კვლავ ძალაშია: ვიოლა ფონ კრამონი

137
1616178684-ვიოლა-ფონ-კრამონი

მმართველ პარტიას არ შეუძლია, გააუქმოს დოკუმენტები, რომლებსაც სხვების ხელმოწერაც აქვს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს ბევრი პარტია, რომელიც არ გასულა 19 აპრილის შეთანხმებიდან.

„შეთანხმება კვლავ ძალაშია. არსებობს ბევრი პარტია, რომელიც არ გასულა ამ შეთანხმებიდან. ეს შეთანხმება ძალაშია და გვინდა, ყველა მხარემ შეასრულოს. მოდი, დაველოდოთ და ვნახოთ არჩევნების საბოლოო შედეგები. შემდეგ უკვე ხელახლა შეგვიძლია, ვისაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია, წინ წავიწიოთ, თუმცა მხოლოდ ერთი მხარის შეთანხმებიდან გასვლა და გადაწყვეტილების ცალმხრივად მიღება არ არის, როგორც იქცევიან მრავალმხრივი შეთანხმების დროს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები