LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მკვდარი დელფინების გამორიყვამ მარტიდან ყოველდღიური ხასიათი მიიღო” – რა ხდება აჭარის სანაპიროზე

242

ჩაქვის სანაპიროზე ზღვამ კიდევ ერთი მკვდარი დელფინი გამორიყა. მკვდარი დელფინის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში დელფინების გამორიყვის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს და მიზეზებზე საუბარი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გახდება შესაძლებელი.

„მკვდარი დელფინების გამორიყვამ მარტის თვიდან ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ჩვენ მოვახდინეთ დელფინის ერთი ეგზემპლარის პატანატომიური გაკვეთა, სინჯები იქნა გამოკვლეული ლაბორატორიაში,“ – განაცხადა პირველ არხთან” მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ გუჩმანიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები