LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ ქართულის“ ფინალისტების ვინაობა ცნობილია

mxolod-qartuli

„მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალური ტური გუშინ, 14 იანვარს შედგა. „რუსთავი 2“-ის ეთერში, ჟიურისა და მაყურებლების ქულების დაჯამებით გამოვლინდა ოთხი ფინალისტი. პროექტის მეორე სეზონის ფინალში ერთმანეთის პირისპირ იქნებიან: ნუცა თოფურია,გიორგი კელაპტრიშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი, გუგა მარგველაშვილი

სულ პროექტში 183,000 ხმა შევიდა. მაყურებლის ხმების უმრავლესობა კვლავ გიორგი კელაპტრიშვილმა მიიღო. მან შეასრულა „ჰერიო ბიჭებო“, რითაც დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც გულშემატკივრების, ასევე ჟიურის წევრების მხრიდან.

შემდეგ ორშაბათს უკვე ფინალი შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები