მართალია, „ჰორორის მეფედ“ წოდებული სტივენ კინგი დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ავტორად ითვლება, რომელმაც 50-ზე მეტი რომანი და 200-მდე მოთხრობა შექმნა, მაგრამ თავის დროზე პრაქტიკულად გადარჩენისთვის იბრძოდა, რადგან რედაქტორები უარს ამბობდნენ მისი უცნაური ისტორიების გამოქვეყნებაზე.

fortuna.ge გთავაზობთ სტივენ კინგის ფრაზებს:

მინდა მოთმინება, რათა მივიღო ის, რისი შეცვლა არ შემიძლია, ნებისყოფა, რათა შევცვალო ის, რისი მიღება არ შემიძლია და ჭკუა, რომ ზედმეტად არაფერი ამივარდეს თავში.

გადარჩენის უნარი არ ითვალისწინებს ზრდილობას და მუდმივად ბოდიშის მოხდას.

თუ ტყუილში გამოგიჭირეს, ნუ მოგერიდება უკან დახევა და ნახევრად სიმართქლის თქმა.

ყოველთვის შეიძლება აწმყოს გაუმჯობესება წარსულის გააზრებით.

თუ შიშის სიტყვებით გადმოცემა არ შეიძლება, მაშინ ის უძლეველია.

ბრაზი – ყველაზე უსარგებლო ემოციაა, რომელიც ტვინსაც ანგრევს და გულსაც ზიანს აყენებს.

ადამიანი, რომელმაც ნამდვილი ტრაგედია განიცადა, არავის თანაგრძნობა არ სჭირდება.

მოვლენები ბევრად ნათელი ხდება, როცა ყველაფერი წარსულში რჩება.

ჩემი გრძნობები – ჩემი საკუთრებაა და არავინაა მათზე პასუხისმგებელი.

ვერცერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ შეძლებს აბსოლუტური რეალობის დიდხანს მოთმენას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ცხოვრებაში ბევრი რამის დანახვა არ ღირს და ბევრის პოვნას, ისევ დაკარგვა ჯობია.

მომავლიდან მხოლოდ წარსულში შეიძლება გაქცევა.

სანამ ბავშვი ხარ, სიცოცხლეს სწავლობ, როცა იზრდები – სიკვდილის გაგებას ცდილობ.

ბრიყვთან დიალოგის ერთადერთი საშუალება – დუმილის შენარჩუნებაა.

ადამიანი ისე მიეჩვია ყველაფერში ბოროტების და ვერაგობის პოვნას, რომ თუ ვერ იპოვა, თვითონ მოიგონებს.

იღბალი ბრიყვებისთვისაა, რადგან მხოლოდ მის იმედზე არიან.

რთულია შეეგუო აზრს, რომ სახე, რომელიც გიყვარდა, სინამდვილეში ნიღაბი აღმოჩნდა.

 

მსგავსი თემები