მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად რუსეთის დელეგაციის წევრებს ვიზა არ მისცეს, სერგეი ლავროვი საქართველოსთან მეგობრობის მომხრე გახდა. უფრო მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადევს, რომ პირადად მას, საქართველოსთან ფრენების აღდგენის სურვილი აქვს. ლავროვი თვლის, რომ

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იმ პროვოკაციული ხრიკის კონტრპროდუქტიულობა გაიაზრა, რაც პარლამენტში მოხდა. 

“მე ამ ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული ხრიკის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა, დარბაზში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობის დროს. ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ უხეშად ჩაშალეს ეს ღონისძიება და შემდეგ რუსეთს დააბრალეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რამაც თითქოს რუსოფობიური კამპანია გააჩაღა. მაგრამ, იქ არაფერი მომხდარა შეთანხმებული პროცედურის გარდა, რომელიც მძვინვარე ხალხის ჯგუფმა შეაჩერა.

მათ წინასწარ მომზადებული პლაკატები ჰქონდათ. ისინი ამას გააზრებულად აკეთებდნენ. რუსოფობიური ისტერიის მიზეზი დარბაზში რუსული დელეგაციის გამოჩენა ნამდვილად არ ყოფილა. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას”, – აცხადებს ლავროვი. 

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეწყდა.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები