ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ სროლის შედეგად სრულიად შემთხვევით გადარჩა მისი თვალი.

“სასწრაფოს მანქანაში ვარ კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთადაა ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მათ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი,” – წერს ანა სუბელიანი.

ცნობისთვის, კინოთეატრ “ამირანთან” სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. ანა სუბელიანი ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს.

კინოთეატრ “ამირანთან” სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა (ვიდეო)

 

მსგავსი თემები