LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიზანმიმართულად არის მცდელობა, თითქოს თამუნამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა” – ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები

124
ბაჩალიაშვილი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შუალედური ინფორმაცია აღარ გაასაჯაროოს.

ადვოკატი განმარტავს, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციით, უწყება ცდილობს საზოგადოებაში გაავრცელოს აზრი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კი არ მოკლეს, არამედ თავი მოიკლა.

"ზეგის" თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა დასრულდა: ამოღებულია პირადი კომპიუტერები

ადვოკატებისთვის გაუგებარია ჩხრეკის მიზეზიც და მოტივიც.

„მოთხოვნა გვაქვს, რომ იმდაგვარი შინაარსის განცხადებები, რომელიც საზოგადოებაში პირდაპირ თესავს აზრს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიით მიდის და თითქოს, სხვა ვერსია არ არსებობს, აღარ გავრცელდეს, არც ექსპერტიზის არანაირი შუალედური მონაცემები, რადგან

ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მიზანმიმართულად არის მცდელობა, საზოგადოებაში იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თამუნამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. ეს მიზანმიმართულად, დაგეგმილად ხდება გარკვეული ჯგუფის მიერ. ეს გუშინაც ვუთხარი მთავარ პროკურორს და დღეს უკვე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლების ჯგუფს მოვახსენე“, – ამბობს რამიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები