LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწოდება შეკვეთის დღესვე – ბაზარზე ახალი ონლაინ მაღაზია Trendy textiles გამოჩნდა

333
ipiccy-image

პანდემიის პერიოდში დაწყებული ბიზნესი – ბაზარზე ახალი ონლაინ მაღაზია Trendy textiles გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ამჟამად, მხოლოდ ქალბატონების ხაზს სთავაზობს. Trendy textiles-ში შესაძლებელია, ძრითადად, სპორტული სამოსის, ორეულებისა და თეთრეულის შეძენა.

როგორც „ფორტუნას“ Trendy textiles-ის მენეჯმენტში განუცხადეს, პროდუქციის იმპორტი ხდება თურქეთიდან, შესაბამისად, არის მაღალი ხარისხის.

„ჩვენი პროდუქციის ღირებულება იწყება 45 ლარიდან… გვაქვს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი, საიდანაც ხდება სამოსის რეალიზაცია. რაც შეეხება მიტანის სერვისს, ვთანამშრომლობთ საქართველოს ფოსტასთან და მომხმარებლისთვის სასურველ პროდუქციას ვაგზავნით მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში“, – აცხადებენ Trendy textiles-ში.

მათივე ინფორმაციით, ის რაც Trendy textiles-ს სხვა ონლაინ მაღაზიებისგან გამოარჩევს, არის ოპერატიულობა.

„ჩვენთან შეძენილი პროდუქცია მომხმარებელთან იმავე დღეს მიგვაქვს თბილისის მასშტაბით. იგივე სერვისი გვაქვს რეგიონების შემთხვევაშიც: ყველაზე მაქსიმუმ, მეორე დღეს სასურველი სამოსი უკვე ადგილზეა, ჩვენს კილიენტთან“, – განმარტავენ ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიაში.

ცნობისთვის, Trendy textiles-მა საქმიანობა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. კომპანია სამომავლოდ ონლაინ მაღაზიის გარდა, ფიზიკური მაღაზიის გახსნასაც განიხილავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Trendy textiles-ის ფეისბუქ გვერდს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები