LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისძვრამ თბილისში მდებარე რამდენიმე შენობა დააზიანა, მათ შორისაა ერთ-ერთი მუზეუმი

571
tbilisi-micisdzvra

წუხელ მომხდარმა მიწისძვრამ თბილისში რამდენიმე შენობა დააზიანა, მათ შორის ფიროსმანის მუზეუმი, სადაც არსებული ინფორმაციით, კედელი ჩამოიშალა. ძველ უბნებში რამდენიმე შენობა დაზიანდა.

ვიდეო: "ალბათ მიწისძვრაა, ამას სხვა ახსნა არ აქვს...რეკლამა, რეკლამაზე უნდა გავიდეთ" - მიწისძვრა პირდაპირ ეთერში

"ტვ პირველის" "დღის ამბები" პირდაპირ ეთერში იყო, როცა საქართველოში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.

ბზარები გაჩნდა სოლოლაკში, წავკისის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში . “მთავარის” ინფორმაციით, მათ შენობის ავარიულობის გამო მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

გარდა ამისა, ღამით პრობლემები შეიქმნა სანატორიუმ “ქართლშიც”, სადაც დევნილები ცხოვრობენ.  მოქალაქეებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს.  ბიძგების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოიშალა, მოსახლეობა კი ღამის გასათენებლად გარეთ გამოვიდა.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით დმანისში, სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

 

===

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები