LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწის ბანკი, ცოდნის ბანკი – როგორ განავითარებს გიორგი ვაშაძე კორუფციულ სოფლის მეურნეობას

109
117328399-3185614561485752-4917254973528756473-o

„სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის მიმართულება საქართველოში არის მსხვერპლი იმ არათანმიმდევრული და კორუფციული ინტერესებით მამოძრავებელი პოლიტიკის, რომელიც აქ არის და რამაც ჩამოაყალიბა სოფლის მეურნეობის სექტორში გარკვეული მაფიური კლანი, რომელიც სარგებლობს იმ ფინანსებით, რომელიც გამოიყოფა სოფლის მეურნეობისთვის. საბოლოო ჯამში, ფერმერი ყოველ წელს არის უფრო და უფრო რთულ მდგომარეობაში და წინ ნაბიჯს ვერ ვდგამთ“ – ეს განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ქართული მოდელის წარდგენისას გააკეთა.

მან ისაუბრა სტრატეგიაზე, რომელიც სამ მთავარ კომპონენტს მოიცავს და რომლის განხორციელებაც სოფლის მეურნეობის მიმართულებას განავითარებს.

ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია ფერმერმა მარტივად შეძლოს მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, შეიქმნას მიწის ბანკი და ნაკვეთები გადაეცეს თვითმმართველობებს.

ასევე შეიქმნას ცოდნის ბანკი, რომელიც გლეხს დაეხმარება მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებით, იქნება ეს კლიმატური პირობების და ნიადაგის შესწავლა, თუ რეკომენდირებული პროდუქციის მოყვანა.

კომპლექსური ხედვის მესამე ნაწილად ვაშაძემ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები