LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართეთ 24-ე სკოლას დისციპლინურმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა – რეაგირება მიმდინარეობს: მიხეილ ჩხენკელი

142
FORTUNA.GE-

“რეაგირება მიმდინარეობს. ჩვენ მივმართეთ სკოლას, რომ შესაბამისმა დისციპლინურმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა და ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება.” – ასე უპასუხა განათლების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რომელიც 24-ე სკოლასა და მისი დირექტორის მოადგილეს ეხება.

შეგახსენებთ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა 24-ე სკოლის დირექტორის მოადგილის პოსტი, რომელსაც ის სოციალურ ქესელ “ფეისბუქზე”, მასწავლებლების ერთ-ერთ ჯგუფში წერდა, რომ ორი პარალელური კლასისთვის შეადგენდა ახალ ცხრილს, გაზრდიდა სკოლაში მოსიარულე მოსწავლეების კლასებს და მათ მეორე ცვლაში გადაიყვანდა.

“დილით ჩაატარებთ ონლაინებს. კათედრიდან შეარჩიეთ ერთი მასწავლებელი, ვინც მოვა და იმ ორ გაკვეთილს ჩაატარებს სკოლაში. დამთავრდება ამით, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე.” – წერდა ის.

ამის შემდეგ განათლების მინისტრმა მოუწოდა სკოლის დირექციას, შეესწავლათ აღნიშნული პოსტი და შესაბამისი რეაგირებაც მოეხდინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები