LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავთ ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციონ უმძიმეს დანაშაულს ბავშვების წინააღმდეგ -“ათასი მშობლის მარშის” ფარგლებში დაგეგმილი აქცია დაიწყო

100
BeFunky-collage (10)

საქართველოში “ათასი მშობლის მარშის” ფარგლებში დაგეგმილი აქცია დაიწყო. ამ წუთებში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით იმართება.

ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, ეს არის ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება.

“გვსურს, რომ ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს იმ უმძიმეს დანაშაული ბავშვების წინააღმდეგ, რომელიც არის დაფარული, ტაბუირებული. გვჭირდება რეფორმები, ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს”,-განაცხადა ბაია პატარაიამ.

“ათასი მშობლის მარში” 100 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 დიდ ქალაქში ერთდროულად გაიმართება.

აქციის მონაწილეებს 5 ძირითადი მოთხოვნა აქვთ.

  • შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
  • შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
  • გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
  • გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
  • დადგეს გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები