LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიღეთ დაპირება, რომ ლიეტუვა ვაქცინებით დაგვეხმარება: სალომე ზურაბიშვილი

68
55

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედანთან  შეხვედრაზე მიიღო დაპირება და ლიეტუვა საქართველოს ვაქცინებით დაეხმარება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა,ვაქცინების რაოდენობას ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, მაგრამ ლიეტუვის მხრიდან ვაქცინების გადმოცემა, არის სოლიდარობის ნიშანი.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ უნდა გაფართოვდეს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობები, ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღნიშნა, რომ ჩვენი საზღვრები ღია არის ვაქცინირებული ადამიანებისთვის და იმათთვის, ვისაც პისიარ ტესტები ექნებათ.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რომ ჰყავს მყარი მეგობარი რთულ გზაზე - ზურაბიშვილის მიმართვა ლიეტუვის პრეზიდენტს

"ოქტომბერში არჩევნები გვექნება. ჩვენ აქაც უნდა ვაჩვენოთ, რომ სტაბილურობა უფრო გაღრმავდება. ეს ჩვენი მთავარი იარაღია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის" - სალომე ზურაბიშვილი

ძალიან საჭიროა საქართველოსთვის, რომ ეს ტურისტული ურთიერთობები აღდგეს, რაც შეიძლება სწრაფად, რამეთუ ეს არის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ეკონომიკური აღდგენის ამ ძალიან რთული პერიოდის შემდეგ და ვიცით, რა ინტერესი არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების მოსახლეობისგან საქართველოს მიმართ. იმედი მაქვს, მივიღებთ ამ ზაფხულშივე ძალიან ბევრ ტურისტს. ასევე ვისაუბრეთ კულტურულ ურთიერთობებზე და ამ მხრივაც მეგობრობა, რაც არსებობს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეების შორის საჭიროა, რომ მეტი კულტურული ურთიერთობა იყოს.

ვისაუბრეთ იმის შესაძლებლობაზე, რომ ჩვენ ხელახლა, როგორც ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, დავგეგმოთ ლიეტუვას დღეები საქართველოში და საქართველოს დღეები ლიეტუვაში და ამით ურთიერთგაგება გავაღრმავოთ, გავაძლიეროთ და ესეც არის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ფორმა. მივესალმები, რომ დღევანდელი დღე ამ განცხადებით და ერთობლივი განცხადების ხელმოწერით დაიწყო.

ლიეტუვა მზადაა საკუთარი გამოცდილება, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს ინტეგრაციის გზაზე დააგროვა, საქართველოს გაუზიაროს: გიტანას ნაუსედა

„როცა ვუყურებ საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის იბრძოდა, არც ჩვენი გზა იყო მარტივი,“ - თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

იმედი მაქვს, ეს გაგრძელდება, თქვენი სხვა შეხვედრების დროს კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთგაგებას და მხარდაჭერის კონკრეტული ფორმების მოძიებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს და ჩვენი ორივე ქვეყნის მომავლისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტმა ოფიციალური შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციით დაიწყო. ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. დაგეგმილია სტუმრობა საპატრიარქოში ილია მეორესთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები