LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ე.წ. ლოკდაუნს არ აპირებს – სოსო ფხაკაძე

135
სოსო-ფხაკაძე

მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ე.წ. ლოკდაუნს არ აპირებს, ეს არასწორი იქნება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესის ჩაკეტვით უფრო მეტ ზიანს მიიღებს ქვეყანა, ვიდრე სიკეთეს.

„პრემიერ-მინისტრმა 3-ჯერ თუ 4-ჯერ გვითხრა, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება. ამას მთავრობა არ აპირებს. პირველი, რაც გვითხრა პრემიერმა იყო ეს და შემდეგ ამ დისკუსიის პროცესში რამდენჯერმე ახსენა. ამას ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას. ჯერ ერთი საკმაო გამოცდილებაა დაგროვებული იმისთვის, რომ ამ წერტილოვანი ჩაკეტვებით გადაწყდეს პრობლემა და ახლა ჩაკეტვა თეორიულადაც რომ მოხდეს, უფრო მეტ ზიანს მიიღებს საზოგადოება და ქვეყანა, ვიდრე სიკეთე იქნება. ჩვენც გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით, გვითხრა საკმაოდ მხნედ ვარო. ამ სიტუაციაში ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს“, – განაცხადა ფხაკაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები