LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიღე რაღაც პრეპარატი და ვთქვი, რომ თავს ვგრძნობდი როგორც სუპერმენი – დონალდ ტრამპი

99
donald-trump-superman-covid-19

“არ ვიცი, რა იყო ეს, ანტისხეულები, არ ვიცი. მივიღე ის და ვთქვი, რომ თავს ვგრძნობდი როგორც სუპერმენი“, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში მალე იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც და სამკურნალო პრეპარატიც.

„ჩვენ მალე გვექნება ვაქცინა, მკურნალობა და გულწრფელად რომ გითხრათ, სამკურნალო პრეპარატი. ერთადერთი რაც ვიცი, რომ მე მივიღე რაღაც, წარმოდგენა არ მაქვს რა და ძალიან სწრაფად ვიგრძენი თავი კარგად. არ ვიცი, რა იყო ეს, ანტისხეულები, არ ვიცი. მივიღე ის და ვთქვი, რომ თავს ვგრძნობდი როგორც სუპერმენი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ექიმების განცხადებით, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის მკურნალობისას ექსპერიმენტული ანტისხეულების კოქტეილი მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები