LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მივდივარ“ – ალენ დელონმა სცენაზე ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

2767
alen-delon

მსოფლიო კინომატოგრაფიის ლეგენდა, ფრანგი კინოვარსკვლავი ალენ დელონი წელს კანის კინოფესტივალის მთავარი გმირია. მსახიობს კინოში მოღვაწეობის მრავალწიანი ისტორიის მანძილზე, სწორედ კინომატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის მიაგეს პატივი. დელონს ფესტივალის ჟიურიმ საპატიო ჯილდო მიანიჭა, რომლის ასაღებად 83 წლის მსახიობი სცენაზე ქალიშვილთან, ანუშკი დელონთან ერთად ავიდა.

განსაკუთრებულად ემოციური გამოდგა ალენ დელონის სამადლობელი სიტყვა, როდესაც ის სცენაზე „ოქროს პალმის რტოს“ ქანდაკებით ავიდა: „მძიმეა, მაგრამ მე ვივდივარ. მადლობა და ნახვამდის“, – ამ სიტყვებზე მსახიობმა ცრემლები ვერ შეიკავა. ასევე ატირდა მის ქალიშვილიც, რომელიც მამის გვერდით იდგა. პუბლიკამ კი, კინოს ლეგენდა სცენიდან ხანგრძლივი აპლოდისმენტით გააცილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები