LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუღებელია მივითვისო ის საქმე, რაც არ გამიკეთებია -კალაძე მაკო გომურის მკურნალობის დაფინანსებას უარყოფს

991
mako gomuri

თბილისის მერის მერი კახა კალაძე 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციისას დაზარალებული მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერმა სიცრუე უწოდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვით 18 წლის მაკო გომურის  საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს თითქოს ის აფინანსებს. კალაძის განმარტებით, ყველა დაზარალებულის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა.

სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ თვალახელილი ჩამოვალ - მაკო გომური

ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა, ყველაფერი იქცა ნ ა ფ ლ ე თ ე ბ ა დ!!!!!!!

„ბევრს ვეხმარებით, სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ ამაზეც არც მისაუბრია და არც ახლა ვაპირებ. მით უფრო, სრულიად მიუღებელია მივითვისო ის საქმე, რაც არ გამიკეთებია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე მოვისმინე „ქართუს“ განცხადება. ფონდი საკუთარ თავზე იღებს დაზარალებულთა მკურნალობის სრულ ხარჯებს, რაზეც მინდა მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულალურები