LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მისმა სიკვდილმა შინაგანად შემცვალა” – ანჯელინა ჯოლიმ გარდაცვლილ დედას ესსე მიუძღვნა

312
anjelinajllnewsssmay

დედის დღეს, რომელიც ამერიკაში 10 მარტს აღინიშნება, ანჯელინა ჯოლიმ მეტად ემოციური სტატია გამოაქვეყნა The New York Times-ში, რომელიც 2007 წელს გარდაცვლილ დედას მარშელინ ბერტრანს მიუძღვნა და აღნიშნა, რომ დედის სიკვდილმა რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება.

,,დღეს, როცა წარსულს ვიხსენებ, ვხვდები, რომ მისმა სიკვდილმა შინაგანად შემცვალა. დედის სიყვარულის და სითბოს დაკარგვა, ისეთივე მტკივნეულია, როგორც დამცავი ჯავშნის საკუთარი სხეულიდან მოგლეჯა”, – აღნიშნა ჯოლიმ.

,,მამის ღალატმა მისი ოცნებები დაანგრია, რადგან მსახიობობას ნატრობდა, თუმცა 26 წლისას მარტოს მოუწია ორ შვილზე ზრუნვა და კინოკარიერაზე უარის თქმა, არადა, მისი ძველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვნახე და ძალიან მომეწონა, ვთვლი, რომ კარგი მსახიობი იქნებოდა”, – დაამატა მსახიობმა, რომელმაც  მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისში სცადა მამასთან ურთიერთობის აღდგენა, თუმცა ძალიან გაუჭირდა საერთო ენის გამონახვა და საბოლოოდ მის გვარზეც უარი თქვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები