LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისი უწმინდესობის ლოცვა, მთელ საქართველოს განსაკუთრებულ ძალას გვაძლევს: გიორგი გახარიამ საქართველოს პატრიაქრს დაბადების დღე მიულოცა

57
გახო მილოცვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა.

”სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში. ახლაც, როცა მთელი მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა ჩვენ, მთელ საქართველოს გვაძლევს განსაკუთრებულ ძალას, ერთმანეთზე ზრუნვით გადავლახოთ უდიდესი განსაცდელი.
ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას”. – წერს, გახარია.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 88 წლის გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები