LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო” – ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა

1320
72724603-476403716419190-8130004376975572992-n (2)

ხაშურის სამშობიარო სახლში მომხდარ ფაქტს გარდაცვლილი ქალის დედა გამოეხმაურა.

„სანამ არ დამძიმდა მდგომარეობა, 17:00 საათზე, ყურადღება არ მიაქციეს. თურმე ბავშვს უჭირდა, კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო. სად წამეყვენა, უკვე დაგვიანებული იყო. თვითონ უნდა მოგვეხმაროსო. გული აღარ ჰქონდა კარგ მდგომარეობაში, ცუდად იყო. არ მიაქციეს ყურადღება. მე ვუთხარი, გაუკეთეთ საკეისრო-მეთქი და არა, თვითონ უნდა იმშობიაროსო. ვერ იმშობიარა თვითონ. შვილი მომიკლეს. ყურადღება არ მიაქციეს, ოთხი ობოლი შვილი დატოვა“, – აცხადებს გარდაცვლილის დედა.

მშობიარე დედისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე რადიო “ფორტუნას” უთხრეს, რომ ადგილი ჰქონდა სამედიცინო გადაცდომას. კლინიკის ცნობით, ეს შიდა მოკვლევით უკვე დადგენილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები