LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყნის მოსახლეობას ხელმისაწვდომი არ ექნებოდა 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა: ტიკარაძე

72
ეკატერინე ტიკარაძე

“მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა, ძალიან გთხოვთ, დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტი-პიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.” – ამ განცხადებით ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ის ანტივაქსერია.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ეს მოსახლეობის განწყობაზე მოქმედებს და დღეს, პანდემიის პირობებში არ არის იმის დრო, რომ მოსახლეობის დეზინფორმაცია მოხდეს:

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო კომენტარი დღეს დილით მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, სადაც მე ვარ მოხსენიებული, როგორც ანტივაქსერი, ვინაიდან ჩემი კომენტარი იყო ინტერპრეტირებული.

მინდა განვაცხადო, რომ ალბათ, არც პირველი აიცრებოდა მინისტრი, რომ იყოს ის ანტივაქსერი და არც იმ შემთხვევაში, როდესაც მინისტრი არის ანტივაქსერი, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა.

ძალიან გთხოვთ, ყველას დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტი-პიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ეს მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის განწყობაზე და დღეს, პანდემიის პირობებში ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ავყვეთ პროვოკაციებს და შესაბამისად, მოვახდინოთ მოსახლეობის დეზინფორმაცია.” – განაცხადა ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები