LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი: არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, ახლავე სტიქიურად გავხსნათ ფრენები

72
101830554-3065551560201149-6196969292173410304-o

არც ერთ ვარიანტში არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ როდესაც მთელი მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, ახლავე, უახლოეს დღეებში, სტიქიურად გავხსნათ ფრენები, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

„ევროკავშირის სიაში ყოფნა არის ჩვენი მუშაობის შედეგი. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ უდიდესი მოლოდინი, რომ ჩვენ ამ სიაში ვიქნებით. ყოველ ორ კვირაში ერთელ ეს სია გადაიხედება. შეიძლება ქვეყანა დაემატოს, შეიძლება მოაკლდეს. ამიტომ, ჩვენ იმ პირობით დავრჩებით ამ სიაში, თუ კვლავინდებურად ეფექტურად დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ვიზიტორებს. აქედან გამომდინარე მივიღებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებებს. არც ერთ ვარიანტში არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ ახლავე, უახლოეს დღეებში სტიქიურად, გავხსნათ ფრენები“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, 600 ფრენა გვქონდა კვირაში შარშან, რაც ძალიან კარგი იყო და ტურიზმი ვითარდებოდა, მაგრამ წელს ეს აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. „ისეთი დოზით და რეგულარობით გვექნება ჩარტერები, რომ ეს პრაქტიკულად იქნება ძალიან კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისინსტრის განმარტებითვე, შარშანდელი ფრენების ერთი მესამედი მაინც რომ დაეშვათ, ეს ეპიდემიოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა და სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები