LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინიმალურ რეგულაციებზე უარის თქმა სახელმწიფოს იძულებულს გახდის დააწესოს “ლოქდაუნი” – თენგიზ ცერცვაძე

751
publika.ge-2-

“არსებობს ორი გზა მომავლისთვის: ერთი-ქვეყანა უნდა დაუბრნდეს მკაცრ ზომებს, „ლოქდაუნს“, მთლიანს ან ნაწილობრივს, და ასეთ შემთხვევაში შედარებით სწრაფად მოხერხდება მდგომარეობის სტაბილიზება და შემთხვევების შემცირება ან მეორე-უნდა გავაგრძელოთ ასე, ანუ მინიმალური რეგულაციები”,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ ეტაპზე დაახლოებით შვედურ მოდელს იყენებს, რომელიც მინიმალური რეგულაციებით ცხოვრებას გულისხმობს.

“ფაქტობრივად, ახლა ჩვენ ვიყენებთ მოდელს, რომელიც ძალიან ახლოსაა შვედურ მოდელთან. ახლა მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს, რა ურჩევნია. ფაქტობრივად, ამ მინიმალური რეგულაციების შესრულებას არაფერი უნდა. ეს ჩვენი ცხოვრების ხარისხს სერიოზულად არ ცვლის”,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა, რომ საზოგადოების მხრიდან მინიმალურ რეგულაციებზე უარის თქმა სახელმწიფოს იძულებულს გახდის დააწესოს მკაცრი შეზღუდვები, “ლოქდაუნი”.

“საზოგადოებას აქვს ასევე, მეორე არჩევანი, რომ უარი თქვას ამ მინიმალურ რეგულაციებზე, რაც არ იქნება გონივრული და ამით მოახდინოს პროვოცირება, რომ სახელმწიფო იძულებული გახდეს, წავიდეს „ლოქდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებზე. აი, ამ გზაჯვარედინზე ვდგავართ ახლა. ჩემი რჩევაა მოსახლეობისადმი, რომ აირჩიოს პირველი გზა, მინიმალური რეგულაციების კეთილსინდისიერად შესრულებით, თავიდან ავიცილოთ უფრო მკაცრი შეზღუდვები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები