LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინიატურული კაბა პენესთვის – პენელოპა კრუსი „შანელის“ თეთრ კაბაში ღამის შოუს ჩაწერაზე

1715
penelopacruz

პენელოპა კრუსი ჯერ კიდევ კარლ ლაგერფელდის სიცოცხლეში გახდა ლეგენდარული „შანელის“ ამბასადორი და ეს ტრადიცია ვირჯინია ვიარის დროსაც გაგრძელდა. პრაქტიკულად ყველა ღონისძიებაზე პენე „შანელის“ სამოსში ჩნდება. პრემიერებზე ის საღამოს კაბებს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო გადაცემების ჩაწერაზე ბრენდის პრეტ-ა-პორტე კოლექციის სამოსით ჩნდება.

ფოტო: ესპანური სილამაზე შეზავებული ფრანგული გლამურით – პენელოპა კრუსი „შანელის“ ტყავის ორეულით

ესპანური ტემპერამენტი – 47 წლის პენელოპა კრუსი წითელ მბზინავ ჟაკეტში გამოჩნდა

ამჯერად 47 წლის მსახიობი ჯიმი კიმელის ღამის შოუში იმყოფებოდა, სადაც ის ჯესიკა ჩესტეინთან ერთად მიიწვიეს. ამ დღეს პენელოპა ბრწყინავდა „შანელის“ მინიატურულ თეთრ კაბაში, რომელსაც პატარა ასოებით ჰქონდა ამოსვირინგებული ბრენდის ლოგოტიპი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები