LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა დაგარწმუნოთ, თალაკვაძესთან შეხვედრაზე არავის გავუთიშივარ – იაგო ხვიჩია

198
ocnebs-newsssss

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას შეხვდა.
შეხვედრა 18 თებერვალს გაიმართა.
ოპოზიციამ იაგო ხვიჩიას ნაბიჯი გააკრიტიკა. მათი მტკიცებით, მმართველი გუნდი ცდილობს, ოპოზიცია დაყოს და მათ ერთიანობას საფრთხე შეუქმნას.

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასა და არჩილ თალაკვაძის შეხვედრაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს.

„ოცნებას ვინც შეხვდა და მალავს, ისაა საეჭვო. ჩვენ რომ შევხვდით და საჯაროდ ვთქვით რაც ვუთხარით, ეგ საერთოდ არაა პრობლემა. რამდენი IQ სჭირდება ამის მიხვედრას?“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქის გვერდზე.

 

უმრავლესობას რა უფლება აქვს, რომ ვინმეს უარი უთხრას მოლაპარაკებაზე, ან რა უფლება აქვს მხოლოდ თავის ფორმატში ჩაიკეტოს?! – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ვოლსკის ინფორმაცით, იგეგმება პარტია „სოციალ-დემოკრატებთან” შეხვედრაც.
მისი განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები საზოგადოების დაკვეთის შესრულებას ნიშნავს.

შეხვედრის დეტალებზე სასაუბროდ „ფორტუნა“ გირჩის ლიდერს, იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა.

 

ჩემი და არჩილ თალაკვაძის შეხვედრას ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა, ნამდვილად არ მეგონა.

ნანობთ თალაკვაძესთან შეხვედრას?

არანაირად. როცა არ საუბრობენ ადამიანები მაშინ იძაბება სიტუაცია და როცა დიალოგის საშუალება არის, რატომ არ უნდა გამოიჰყენო ეს შესაძლებლობა? მე ყველას შევხვდები, ვისაც ლაპარაკი უნდა. უბრალოდ, განწყობა უნდა ვიგრძნო, რომ სერიოზულად უნდათ ლაპარაკი. ამ სერიოზულობას დადასტურება სჭირდება. მე ცალკე დამიბარებს თუ ვინმესთან ერთად, ხომ ვიცი, რა მინდა. თუ რამეს შეუძლია ჩემი მიზნის მისაღწევად დამეხმაროს ან მე შემიძლია რამე წვლილი შევიტანო მოლაპარაკებების პროცესში, ლაპარაკის წინააღმდეგი არ ვარ.

ამბობენ, მმართველი გუნდის ტაქტიკა არის, გათიშე და იბატონეო. ოპოზიცია რომ გათიშოს და მათ შორის შუღლი ჩამოაგდოს, იმიტომ ხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს ცალცალლკეო.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ შეხვედრაზე არავის გავუთიშივარ.

რა ხდებოდა შეხვედრაზე?

საარჩევნო სისტემაზე საუბარი არ გვქონია. დავაფიქსირე ჩემი აზრი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით. თალაკვაძეს ვუთხარი, რომ უგულავას დაკავება არაფრით შეიძლებოდა და მმართველ გუნდს დადებით შედეგს არ მოუტანდა. თუმცა ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ გიგი უგულავა პოლიტპატიმარია, მათი მხრიდან პასუხი არ მოჰყოლია.

თქვენს ნაბიჯს დადებითად აფასებთ და ფიქრობთ, რომ დანარჩენი პარტიის წარმომადგენლებმაც ცალცალკე უნდა გააგრძელონ შეხვედრა მმართველ გუნდთან?

არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად. უბრალოდ მგონია, რომ დიალოგი ყოველთვის გამართლებულია.

მომავალში კვლავ დაგეგმეთ შეხვედრა?

ამ ეტაპზე არაფერი დაგვიგეგმავს. ახლაც შეხვედრის შემოთავაზება არჩილ თალაკვაძისგან მოულოდნელად მივიღე.

 

შეგახსენებთ, თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ მზად არიან სხვადასხვა პარტიასთან ცალკეული შეხვედრები ჩაატარონ და იმსჯელონ საარჩევნო სისტემაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები