LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება – ზურაბ ჯაფარიძე

3365
japar2

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება სამტრედიაში მომხდარ ფაქტს, რომლის მიხედვით ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც “ბიბლიური თავისუფლების” წევრი იყო, გარდაცვალების შემდეგ მართლმადიდებელმა მღვდელმა წესი არ აუგო.

დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე. მიმიფურთხებია იმ სასულიერო პირისთვის, რომელსაც არ ჰყოფნის გამბედაობა ზემდგომი ინკვიზიტორის წინააღმდეგ წავიდეს ქრისტეს სახელით. მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება. მიმიფურთხებია იმ ღმერთისთვის, რომელიც შვილმკვდარ მშობლებს ბოლო იმედის გარეშე ტოვებს ამ ქვეყნად. რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ? ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია”,-წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქში.

https://www.facebook.com/japaridzez/posts/2499057630182921

ავარიაში დაღუპული 24 წლის შაკო ბარამიძე დღეს მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალეს. ე.წ. “ბიბლიური თავისუფლების”

ავარიაში დაღუპული 24 წლის ბიჭი მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალეს

შაკო ბარამიძის ახლობლებმა მიცვალებულისთვის წესის ასაგებად რამდენიმე ადგილობრივ მღვდელს  მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს.

წევრობის მოტივით დაღუპულს  წესი არც ერთმა სასულიერო პირმა არ აუგო.

შაკო ბარამიძის ახლობლებმა მიცვალებულისთვის წესის ასაგებად რამდენიმე ადგილობრივ მღვდელს  მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ, მოთხოვნაზე უარი მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები