LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარეობს მსჯელობა შიდა ფრენების აღდგენაზე, საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე კი საუბარი ჯერ არაა – მეზვრიშვილი

327
BeFunky-collage

შიდა ფრენების აღდგენაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა იმედის ეთერში განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ არაა.

რაც შეეხება თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის გახსნას, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ამ თემაზე მსჯელობა მომავალ კვირას იგეგმება, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.
“ეს საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ეხება, მაგრამ ის ინციდენტი, რასაც ბოლნისში გუშინ ჰქონდა ადგილი, ანუ დაუმორჩილებლობის ფაქტები და რეკომენდაციების შეუსრულებლობა, ჩვენ მნიშვნელოვნად გვიცვლის სურათს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დადგენილ წესებს და რეკომენდაციებს დაემორჩილონ”, — აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები