ასაკთან ერთად გვიყალიბდება ღირებულებები. ჩვენი ფასეულობები განსაზღვრავს, თუ როგორი ადამიანები ვართ. “ფორტუნა აკადემია” გთავაზობთ ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენის ჰენრი ფორდის მოსაზრებას ღირებულებებთან დაკავშირებით.
„მე არაფერში მჭირდება ძვირადღირებულ სასტუმროში გაჩერება, რადგან მიმაჩნია რომ, ამის საჭიროება ჩემთვის არ არსებობს. სადაც არ უნდა წავიდე, მე მაინც ჰენრი ფორდი ვიქნები. ვფიქრობ, რომ სინამდვილეში საშუალოფასიან სასტუმროში შეიძლება ისევე კარგად დასვენება, როგორც ძვირადღირებულში. ხედავთ ამ პალტოს, რომელიც მაცვია? დიახ, მართალი ხართ, ეს მამაჩემის ნაქონი პალტოა. მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ პალტოში მე მაინც ჰენრი ფორდი ვარ.
ჩემი შვილი, რომელიც ახალგაზრდა და გამოუცდელია, ჩერდება ძვირადღირებულ სასტუმროებში, რადგან მას ჯერ კიდევ აწუხებს, რას იტყვის ხალხი. მე კი არ მაინტერესებს გარშემომყოფების აზრი, რადგან ვიცი ვინ ვარ. მე მილიარდერი გავხდი იმიტომ, რომ ვიცი ფულის თვლა და შემიძლია განვასხვაო მთავარი ღირებულებები ყალბისგან”.