“მილიარდერები არ უნდა არსებობდნენ,“- ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა, რამდენიმე დღის წინ დემოკრატების სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელიც აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

სანდერსის მიერ გამოთქმულ აზრს,  ,,Facebook”-ის  შემქმნელი გამოეხმაურა და საკუთარი თანამშრომლების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ზოგიერთი ადამიანის მიერ დაგროვილი სიმდიდრე მისთვის სრულიად მიუღებელია.

„ზუსტი ზღვარი არ ვიცი, რამდენი ფული შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ რაღაც დონეზე, არავინ იმსახურებს ამდენი ფულის ქონას. ვფიქრობ, რომ თუკი რამე კარგს აკეთებს, ამისთვის შენ ჯილდოვდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ზოგიერთის მიერ დაგროვილი სიმდიდრე  მიუღებელია.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე და ჩემმა ცოლმა ფილანტროპიული საქმიანობა დავიწყეთ და ფონდი დავაარსეთ“- განაცხადა ცუკერბერგმა , რასაც დამსწრე აუდიტორიის აპლოდისმენტები მოყვა.

 

 

2019 წელს, Facebook”-ის  შემქმნელის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ 68, 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამ მონაცემებმა ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზე გადაიყვანა.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები