LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკვირს, ჩემსა და ივანიშვილს შორის პოპულარობაში მეტი განსხვავება რატომ არაა – სააკაშვილი (ვიდეო)

226
seyt

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“  (NDI) ახალი კვლევის შედეგებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკვირს მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის პოპულარობაში მეტი განსხვავება რატომ არაა. ამის შესახებ სააკაშვილმა მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

როგორც უნდათ ისე დაწერენ ციფრებს: NDI-ის კვლევით უკმაყოფილო მთავრობა

უმრავლესობის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ გაუგებარი მიზნებით გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჟიოტაჟს ქმნის.

“როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მე პოპულარობაში მკვეთრად გავუსწარი ივანიშვილს. შედარება არის ძალიან მარტივი, ჩემს დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ. ივანიშვილის დროს გაიზარდა 0%-ით. ჩემს დროს სიღარიბე შემცირდა 2-ჯერ, ივანიშვილის დროს გაიზარდა 2.5-ჯერ.
ჩემ დროს პენსია გაიზარდა მრავალგზის, ივანიშვილის დროს გაიზარდა დოლარებში 0%-ით. მე ხელისუფლება გადავაბარე არჩევნებით და ეს არ აპირებს.
მე მჯერა იმისა, რომ ქართველები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და ყველამ ერთად ავაშენოთ დიდი საქართველო. ივანიშვილს უნდა და მოუწოდებს, რომ ქართველები გავიდნენ საქართველოდან. მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი და მსოფლიოში წამყვანი მისია, ივანიშვილისთვის კი საქართველო არის უმნიშვნელო პატარა სოფელი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხისთვის და ვაკეთებდი ყველაფერს ხალხისთვის, არაფერი არ წამიღია სახლში. ივანიშვილმა კი შემორაგვა მთელი საქართველო და ყველაფერი მიაქვს სახლში: ხეები, ზღვა, მიწები და უამრავი სხვა ქონება, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს მან მიისაკუთრა! ამგვარად, მე მიკვირს რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩვენს შორის პოპულარობაში, უბრალოდ, რა თქმა უნდა ბოლომდე ყველა ვერ ამბობს თავის სათქმელს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი არის უკვე ყველაფერში გარკვეული და ეს გამოკითხვაც ამაზე მეტყველებს.” – წერს სააკაშვილი.

პარლამენტი, სასამართლო, ჯარი – სახელმწიფო ინსტიტუტების რეიტინგი NDI-ის კვლევაში

მიხეილ სააკაშვილს გამოკითხულთა უფრო მეტი ნაწილი აფასებს დადებითად ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. კვლევაში სააკაშვილს დადებითად გამოკითხულთა 26% აფასებს, ხოლო ივანიშვილს — 17%.ამავე კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს უფრო მაღალი უარყოფითი შეფასება აქვს, ვიდრე სააკაშვილს. სააკაშვილს უარყოფითად 39% აფასებს, ივანიშვილს — 49%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები