LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიკროფონს ჩაუტარდეს დეზინფექცია” – რა რეკომენდაციები გაიცა ჟურნალისტებისთვის

126
media korona

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები მედიის წარმომადგენლებს – უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ შესაძლო დაინფიცირების შემთხვევის გაშუქებისა და ინტერვიუს დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:

დაიწყება თუ არა უნივერსიტეტებში ონლაინსწავლება - ამირან გამყრელიძის კიდევ ერთი მოწოდება

დროებით შეწყდა სწავლა, როგორც სკოლებში, ასევე ბაღებში, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

 

  • შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე
  • შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქებისას ინტერვიუს ჩაწერა მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით
  • ინტერვიუს დროს მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე. დასრულებისთანავე მიკროფონის მთლიან კორპუსს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია
  • უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება — არანაკლებ 1-1.5 მეტრი მანძილი ჟურნალისტსა და რესპონდენტებს შორის, განსაკუთრებით იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.

სამინისტრო განმარტავს, რომ რესპირაციული ინფექციით, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, ახლო მანძილზე, შესაძლებელია მოხდეს ვირუსის ჩასუნთქვა. 

პოპულალურები