LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს თავის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა, სერიოზული ცვლილებებია, რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს: ნაყოფია

240
Untitled design

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ “ვივამედში” მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა.

როგორც ნაყოფია ამბობს, სააკაშვილის განცხადებით, კვლევაში სერიოზული ცვლილებებია და ის სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს:

“შედეგები არ მინახავს. ექიმი არ ვარ და რომც მენახა, ვერ შევაფასებ, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ელაპარაკა ექიმებს და არის სერიოზული ცვლილებები, რომელიც სასწრაფო მკურნალობას და მიხედვას საჭიროებს. როგორც ვიცი, მიმდინარეობს კომუნიკაცია ნიკოლოზ ყიფშიძეს და კლინიკის მედპერსონალს შორის. უნდა ენახა მისი კვლევის შედეგები, ან ანახვებენ.

ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება – სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ “ვივამედში” სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს.