LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში პატრიარქის მდივანი მივიდა

126
1

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა.

დეკანოზმა ციხეში შესვლამდე აღნიშნა, რომ საპატიმროში შესვლასთან დაკავშირებით პატრიარქის კურთხევა აქვს.

როგორც პატრიარქის მდივანმა თქვა, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრებს, თუ რა გზავნილი აქვს პატრიარქს სააკაშვილთან:

“შევალ, მივინახულებ და როცა გამოვალ გეტყვით.” – თქვა მიქაელ ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააპატიმრეს და 1 ოქტომბერს, საღამოს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები