LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი – ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ განაჩენები

74
მიხეილ სააკაშვილი

„ახლა ამ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ ეს შენობა ავაშენე, ეს დროშა დავკიდე, ეს გერბი შევქმენი, ეს ჰიმნი ჩამოვაყალიბე და, რაც მთავარია, შევქმენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს არ ჰქონდა ასწლეულები, მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში? ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა.

მისი თქმით, მთელი მსოფლიო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ ახლა მას სასამართლო დარბაზში შუშის მიღმა მყოფს უწევს მოსახლეობისთვის მიმართვა და არ აქვს შესაძლებლობა „მის მიერ აშენებულ ქვეყანაში“ იაროს და საქართველოს განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.

უკრაინაში სახლიც მქონდა, კარიც, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მაგრამ დავბრუნდი, იმიტომ რომ საქართველო გიჟივით მიყვარს – სააკაშვილის სიტყვა სასამართლო პროცესზე

როგორც სააკაშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა, ის რაც მის ირგვლივ ხდება, რუსული კომბინაციაა.

„ეს არის ყველაზე დიდი დამცირება, რაც ჩვენ მოგვიწყვეს. მე არ მჯერა, რომ ესენი ქართველები არიან. ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია. მთელი მსოფლიო არის გაოგნებული, რომ მე ამ შუშის იქიდან უნდა მოგმართავდეთ, იმის მაგივრად, რომ შემეძლოს ჩემს აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად მისი შემდგომი განვითარება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რაზეა ის გასამართლებული, როგორც ექსპრეზიდენტმა თქვა, ის  გასამართლებულია უკვე 2 საქმეზე იმისთვს, საქართველოსკენ არ გამოეხედა.

საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ – რა შეცდომებზე საუბრობს ექსპრეზიდენტი

„ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას – პრეზიდენტის მიერ შეწყალებას. ე.წ. გირგვლიანის საქმეს, რომელიც არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები.

2008 წლის ომის შემდეგ, მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი გავიგე, თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, მოხდა საპატიმრო ვადის განახევრება.

იქიდან გავიდა კიდე 6 თვე და მოსამართლემ, 2-მა სხვადასხვა მოსამართლემ, გამოუშვა ესენი „უდოთი“ და აქედან ერთი ახლა მასამართლებს მე პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო?! ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული ?! მართლა ყველაფერს ხომ აქვს რაღაცა.

სააკაშვილი: მასამართლებენ საქმეზე, რომელიც გირგვლიანის საქმე არც არის, პიარისთვის დაარქვეს

მეორე საქმეზე აღარ ვსაუბრობ, გელაშვილის საქმეზე – ერთადერთი ჩვენება არის კლასიკური „hearsay“, ინგლისური ტერმინი – ალბათ, ინგლისურიც არ გესმით, მაგრამ მე დამთავრებული მაქვს 4 უნივერსიტეტი დასავლეთში და მაინც ინგლისურად ვიტყვი, რაც ნიშნავს: „მე გავიგე, რომ იმან გაიგო“. აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სამართლებრივ სისტემაში არ შეიძლება იყოს მიღებული როგორც მტკიცებულება და რა გასაკვირია, რომ ეს განაჩენები გამოიტანეს და ინტერპოლს გაუგზავნეს.

რომ ატრიალებთ 7 ნოემბრის კადრებს, დღემდე ცუდად ვიგონებ ამას… გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაკავებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს – სააკაშვილი

ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ განაჩენები, როგორც სამარცხვინო და არც დაუწყიათ განხილვა. მე თვითონ მელაპარაკა ინტერპოლის დირექტორის მოადგილე, რომელმაც თქვა, რომ თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პოპულალურები