LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ რამიშვილი – “ყველა სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია”

185
მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ, მედიასთან განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ტელეფონში არც ლოკაციები იძებნება.

“7 საათი ვიმყოფებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღეს, მოტანილი იყო მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონიდან ვნახეთ ინფორმაციის რაღაც ნაწილი, რაც მოვახერხეთ. Whatsapp-ი, Messenger-ი, Facebook-ი, Viber-ი – ყველა სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია.

ბოლო ჩატი Whatsapp-ში 24 ივნისიდან არის წაშლილი. ბოლო ზარი არის 6 ივნისიდან წაშლილი. არანაირი ლოკაცია, ადგილმდებარეობა არ არის ნაჩვენები. როგორ შეეძლო განეხორციელებინა გადაადგილება თეთრიწყაროში და იმ ადგილებში, სადაც აღმოჩენილი იყო. თვით გამოძიებასაც, იმ პირებთან ერთად, ვისთანაც დათვალიერებას ვახორციელებდით, ჩემს კითხვებზე არ ჰქონდათ პასუხი.

ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერები ვნახეთ, ვნახეთ 18 ივლისის , ულამაზესი გოგონას ულამაზესი ფოტო, რომელიც მან გადაიღო ძალიან ლამაზ ფორმაში, ცოტა მხიარული და ცოტა სევდიანი სახით, ეს იყო მისი გადაღებული სურათები”, – განაცხადა რამიშვილმა

 

 

პოპულალურები