LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ვითხოვთ – პროკურატურა ახალ მტკიცებულებებზე საუბრობს

110
kalandia

პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განუცხადა, დღეს წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელთა დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარე მოითხოვს.

როგორც მირიან მეგრელიშვილმა აღნიშნა, საქმეში არის ახალი მტკიცებულებები, მათ შორის 2019 წელს მოპოვებულო მტკიცებულებები.

„მტკიცებულებების შინაარსში ვერ შევალ, თუმცა საქმეში არსებობს როგორც წერილობითი, ასევე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა სახის მტკიცებულებები, რაც ერთობლიობაში ბრალდების მხარის პოზიციას ადასტურებს”, – აღნიშნა პროკურორმა მეგრელიშვილმა.

მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„არ ვცნობ თავს დამნაშავედ”, – განაცხადა მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები