LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (15-21 ივლისი)

2163
mikheil-cagareli

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (15-21 ივლისი). მართალია, კვირის პირველი ნახევარი (18 ივლისამდე) ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის რთული იქნება, მაგრამ მეორე ნახევარში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და სასიკეთო ცვლილებებსაც ყველა საკუთარ თავზე იგრძნობს.

ვერძი – საკმაოდ მძიმეა კვირის პირველი ნახევარი, რადგან დეპრესია, მარტოობის გრძნობა და აკვიატებული აზრები არ მოგცემთ წინსვლისა და განვითარების საშუალებას, გაგიჭირდებათ იდეების ჩამოყალიბება და სათანადოდ წარდგენა, მოულოდნელი ფინანსური პრობლემები კი, იმაზე მეტი ხარჯის გაწევას გაიძულებთ, ვიდრე წინასწარ გქონდათ დაგეგმილი. მოერიდეთ ავანტიურულ გარიგებებს და სარისკო მოქმედებებს, არ ღირს შორ გზაზე მგზავრობა და მოგზაურობა, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. ბევრად მშვიდი და სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი. გაძლიერდება ენერგოტონუსი, გაუმჯობესდება გუნება-განწყობა, მარტივად შეძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებას და რთული პრობლემების გადაწყვეტას, ამიტომ უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სწორედ კვირის ბოლოსთვის გადადოთ.

კურო – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, როცა ადვილად გაღიზიანდებით, თავშეუკავებლობა და უმიზეზო აგრესია კი, კონფლიქტებში ჩაბმას გაიძულებთ. მორიდეთ ხელმძღვანელებთან კამათს, რადგან ვერ შეძლებთ საკუთარი ინტერესების დაცვას და სასურველი შედეგის მიღწევას. ნაკლებად წარმატებული პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად და სამსახურის მოსაძიებლად. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე გაუმჯობესდება გუნება-განწყობა, შეძლებთ დამშვიდებას, გააზრებულად მოქმედებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ტყუპები – ყურადღებით მოქმედება გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, როცა გაგიჭირდებათ მიმდინარე მოვლენების, პარტნიორთა მოქმედების ობიექტურად შეფასება, მოულოდნელად შექმნილი ფინანსური პრობლემები კი, ძველი გეგმების შეცვლას გაიძულებთ. მოერიდეთ დაუფიქრებელ და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. არაა გამორიცხული საქმის გარჩევამ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლოს და სწორედ იქ მოგიწიოთ საკუთარი ინტერესების დაცვა. ბევრად იღბლიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი. გაძლიერდება ენერგოტონუსი, გაუმჯობესდება გუნება-განწყობა, წარმატების შანსი მოგეცემათ ყველა სფეროში, შეძლებთ იდეების რეალიზაციას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კირჩხიბი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ კვირის პირველ ნახევარში ვერც თქვენ დააღწევთ თავს უსიამოვნებებს. იძულებული გახდებით მოისმინოთ პარტნიორთა პრეტენზიები, წახვიდეთ კომპრომისზე და დააკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები,  არაა გამორიცხული სასამართლოშიც მოგიწიოთ საკუთარი უფლებების დაცვა. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისა და საქმიანი კავშირების გაბმისგან, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისგან. არ ღირს მეგობრების და ახლობლების ნდობა, რომლებიც ნამდვილად ვერ გაამართლებენ თქვენს იმედებს. ბევრად მშვიდი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ინტუიციის ფონზე მარტივად დაძლევთ ყველა პრობლემას და წარმატებით დაასრულებთ ძველ საქმეებს.

ლომი – განსაკუთრებით რთულია კვირის პირველი ნახევარი. გაგიჭირდებათ მოჭარბებული ემოციების და აგრესიის მართვა, ფარული მტრები და მოშუნეები კი, მაქსიმალურად ეცდებიან ყველა შეცდომის თქვენს წინააღმდეგ გამოყენებას. არაა გამორიცხული სწორედ ახლა მოგიწიოთ ძველი საქმეების დასრულება და ვალების გასტუმრება, რაც კოლეგებთან და მეგობრებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულობა, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა და არ მოგიწიოთ სამსახურის დატოვება. ეტაპობრივად გაუმჯობესდება სიტუაცია კვირის მეორე ნახევარში. გაძლიერდება ენერგოტონუსი, გაუმჯობესდებ, იგრძნობთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას, ობიექტურად შეაფასებთ მიმდინარე მოვლენებს, ბევრად თამამად შეძლებთ მოქმედებას და სასურველი შედეგის მიღწევას.

ქალწული – მაქსიმალური სიფრთხილა და თავდაჭერა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, რათა უკონტროლო ემოციები და აგრესია არ გახდეს კოლეგებთან და მეგობრებთან დაპირისპირების მიზეზი. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისა და სამსახურის მოძიებისგან, რადგან ნებისმიერი მცდელობა მარცხით დასრულდება. ბევრად პერსპექტიული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერდება ენერგოტონუსი და გაუმჯობესდება გუნება-განწყობა, ინტუიციის და თვითრწმენის წყალობით კი, მარტივად მონახავთ გამოსავალს ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციიდან.

სასწორი – რთულ და დისჰარმონიულ კვირის პირველ ნახევარში მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არ ღირს კოლეგებთან კამათი, რადგან დაპირისპირება ნეგატიურად აისახება თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე და შემდგომ განვითარებაზე. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან, შეძლებთ შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ძველი კონფლიქტების და უსიამოვნების მოგვარებას. არაა გამორიცხული წამოიწყოთ ახალი პროექტი, რომლის განხორციელებას დიდხანს ნატრობდით.

მორიელი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე არ გაგიჭირდებათ გააქტიურება, ორგანიზატორული ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა, მაგრამ ვერ შეძლებთ კონფლიქტებისგან თავის დაღწევა, რადგან ინტერესთა დაპირისპირება ახლობელთა მხარდაჭერის გარეშე გაიძულებთ მწვავე კონფლიქტში ჩაბმას. არ ღირს მოგზაურობა და შორ გზაზე მგზავრობა, რადგან მაღალია უსიამოვნებების ალბათობა. აკონტროლეთ ემოციები და აგრესია, თავი შეიკავეთ უკმეხი, მკვახე გამონათქვამებისგან, რადგან ნებისმიერი უხეშობა ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ბევრად პერსპექტიული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ყველა სფეროში მოიმატებს წარმატების შანსი.

მშვილდოსანი – კვირის პირველ ნახევარში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებს ფინანსური ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების გაფორმებისას, რადგან ძალიან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. იმოქმედეთ გააზრებულად, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ფულის უყაირათოდ ხარჯვას, აუცილებლად დაფარეთ ყველა ვალი და დავალიანება, რათა თავი დაიცვათ ბევრად მსხვილი ჯარიმებისგან. არ ღირს შორ მანძილზე მგზავრობა და მოგზაურობა, მით უფრო, თუ თავად მართავთ ავტომობილს. ბევრად იღბლიანი და შედეგიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაუმჯებესებული განწყობის ფონზე, ბევრად ოპტიმისტურად შეხედავთ მიმდინარე მოვლენებს, ინტერესით ჩაებმებით ახალ პროექტებში და სიამოვნებით გააბამთა ახალ ნაცნობობას.

თხის რქა – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ საერთო ნეგატიურ ტენდენციებს ვერც თქვენ დააღწევთ თავს. გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან, რადგან ზედმეტი ეჭვიანობა მათ ნდობას დაგაკარგვინებთ, რაც თავის მხრივ, კონფლიქტის და უსიამოვნების მიზეზი გახდება. გაძლიერდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც არაფერს მოერიდებიან თქვენთვის პრობლემების შესაქმნელად, მოულოდნელი ფინანსური სირთულეები კი, იდეების რეალიზაციაში შეგიშლით ხელს. ბევრად პერსპექტიული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა თავისუფლად დაძლევთ ყველა უსიამოვნებას, მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან და არაა გამორიცხული, იმ პროექტის ხელმძღვანელობაც საკუთარ თავზე აიღოთ, რომლის განხორციელების იმედი დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მერწყული – კვირის პირველ ნახევარში, როცა საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას და ემოციურ მდგომარეობას. აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი, რადგან სულსწრაფობა და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით. არაა გამორიცხული მოგიწიოთ იმ საქმის შესრულება, რომელსაც დიდხანს არიდებდით თავს. ბევრად სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი. სწრაფად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან, მარტივად დაძლევთ ძველ უთანხმოებას და ურთიერთობას გააუმჯობესებთ ახლობლებთან.

თევზები – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მაგრამ საერთო ნეგატიური ტენდენციბს ვერც თქვენ დააღწევთ თავს. გამოიჩინეთ მოთმინება, მოერიდეთ კოლექტიურ პროექტებში ჩაბმას, იმუშავეთ ინდივიდუალურად, ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს და ინტუიციას. ყურადღება მიაქციეთ კონკურენტებს, რომლებიც ჭორებით და ინტრიგებით შცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ყველა პრობლემას მარტივად მოაგვარებთ და მნიშვნელოვან ცვლილებებსაც განახორციელებთ.

 

გეომაგნიტური დღეები – 16, 17, 19 და 21 ივლისი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები