LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (14-20 იანვარი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

236945115-1

მიხეილ ცაგარელის კვირის (14-20 იანვარი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

დედამიწის ნეგატიური ენერგიის გავლენას ზოდიაქოს ყველა ნიშანი საკუთარ თავზე იგრძნობს, რადგან კვირა საკმაოდ რთული, პრობლემებით და უსიამოვნებებით  დატვირთული იქნება.

ვერძი – მართალია, თავს შეგახსენებენ შეუსრულებელი ვალდებულებები და დაუსრულებელი საქმეები, მაგრამ მარსის ჰარმონიული ურთიერთობა იუპიტერსა და ვენერასათან დაგეხმარებათ ჩაერთოთ გრანდიოზულ პროექტებში, რომელთა რეალიზაცია საკმაოდ რთული იქნება, თუმცა შედეგი ყველა იმედს გაამართლებს. კარგი პერიოდია პროფესიული საქმეებისგან დასასვენებლად და ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად, მით უფრო, რომ ბევრს არ ესიამოვნება თქვენი ენთუზიაზმი, გააქტიურება და ხელის შეშლასაც არ მოერიდება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მოშურნეების და ფარული მტრების მიმართ, ყურადღება მიაქციეთ მათ მოქმედებას და გამონათქვამებს. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, ეცადეთ მეტი დაისვენოთ, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას.

კურო – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგია მაინც უარყოფითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე ახლობლებსა და მეგობრებთან, რადგან გაიზრდება მათი მოთხოვნები და პრეტენზიები თქვენს მიმართ. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, რათა დაძაბულობა სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები, რადგან იუპიტერის, ვენერასა და ნეპტუნის დაპირისპირება შესაძლოა სერიოზული ფინანსური დანაკარგის მიზეზი გახდეს. კარგი პერიოდია გასააქტიურებლად და ახალი პროექტების განსახორციელებლად, მით უფრო, რომ მხოლოდ თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს კარიერულ წინსვლას და წარმატებას.

ტყუპები – ნაკლებად იღბლიანი კვირაა მსხვილი საყიდლებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, რადგან არაა გამორიცხული დაუშვათ სერიოზული შეცდომა, რომელიც   საკმაოდ რთული გამოსასწორებელი აღმოჩდება და ნეგატიურად ისახება თქვენს მომავალზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმთელობა და ემოციური მდგომარეობა, ამიტომ არ ღირს გადატვირთვა, გარისკვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება.

კირჩხიბი – მარსის და სატურნის დაპირისპირება ნეგატიურად აისახება თქვენს ურთიერთობაზე კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან. არაა გამორიცხული მნიშვნელოვნად შეიცვალოს ან საერთოდ არ შესრულდეს გეგმები. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად და საქმიანი პარტნიორების მოსაძიებლად, რადგან ინტერესთა კონფლიქტის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება და არც კონფლიქტში ჩაბმას მოერიდებით, რაც თავის მხრივ, შეარყევს თქვენს ავტორიტეტს და შეგილახავთ რეპუტაციას.

ლომი – საკმაოდ რთული პერიოდია, რადგან პრობლემები შეგექმნებათ სამსახურში კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რაც სერიოზულად შეარყევს თქვენს ავტორიტეტს და თვითრწმენას, ურანის დაპირისპირება მზესთან და აღმავალ კვანძთან კი, უფრო მეტად დაამძიმებს ისედაც არასასიამოვნო სიტუაციას. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები და მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, რადგან არაა გამორიცხული მოტყუებული აღმოჩნდეთ და სერიოზული ზარალიც განიცადოთ.

ქალწული – იუპიტერისა და ვენერას დაპირისპირება ნეპტუნთან ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. ზედმეტად გაგიტაცებთ ილუზიები და ვერ შეძლებთ საღად აზროვნებას, რითაც გარშემომყოფები ისარგებლებენ და არ მოერიდებიან ჯერ  მოტყუებას, მერე კი, კონფლიქტში ჩაბმას. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი მოთხოვნებისა და ზედმეტი პრეტენზიებისგან, რადგან აუცილებლად საპასუხო რეაქციას მიიღებთ. არაა გამორიცხული პრობლემები შეგექმნათ სამსახურში, რაც წინასწორობას დაგაკარგინებთ და შეარყევს თქვენს თვითრწმენას. გაუწიეთ ანგარიში საკუთარ ჯანმრთელობას და პირველ რიგში, ფსიქო-ემოციურ მდგოამრეობას, მოერიდეთ დაპირებების გაცემას დ საქმის გარჩევას გარშემომყოფებთან, რადგან ნებისმიერი შეუსრულებელი პირობა მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ.

სასწორი – მეტად რთული კვირაა, რადგან მოულოდნელად განვითარებული მოვლენები ან პარტნიორთა სულსწრაფი გადაწყვეტილებები რადიკალურად შეცვლიან თქვენი თანამშრომლობის პირობებს, მარსის, მერკურის და სატურნის დაპირისპირება კი, კიდევ უფრო გაართულებს პარტნიორულ ურთიერთობას. არაა გამორიცხული კონფლიქტი მოგივიდეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, ახლობლების პრობლემებმა კი, საკუთარი საქმეების უკანა პლანზე გადაწევა გაიძულოთ, რაც თავის მხრივ, სერიოზულად შეაფერხებს თქვენს კარიერულ წინსვლას და განვითარებას.

მორიელი – ამ კვირაში სწორედ ის პრობლემები შეგახსენებენ თავს, რომლებზე ფიქრსაც დიდხანს გაურბოდით. თუმცა, მათი მოწესრიგება მაინც მოგიწევთ, რაც არა მხოლოდ სრულ მობილიზაციას, რამედ სერიოზული ხარჯის გაწევასაც გაიძულებთ, რაც თავის მხრივ, მსხვილი ფინანსური დანაკარგის მიზეზი გახდება. ვერ ასცდებით ვერც ემოციურ არასტაბილურობას და ხასიათის ხშირ, უმიზეზო ცვლილებას. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, რათა თქვენი გაღიზიანება გადამდები და ბევრად სერიოზულიუ დაპირისპირების მიზეზი არ გახდეს.

მშვილდოსანი – ეცადეთ გაისტუმროთ ვალები და შეასრულოთ ძველი ვალდებულებები, რადგან სწორედ დაუფარავი სესხი ან ჯარიმა შეგიქმნით სერიოზულ პრობლემებს. მოერიდეთ ავანტიურულ მოქმედებს, რადგან გაუმართლებელი რისკი მხოლოდ ზარალით და ფინანსური დანაკარგით დასრულდება. დასუსტებული ენერგოპტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ამიტომ უმჯობესია მეტი დაისვენოთ და თავი შეიკავოთ ზედმეტი აქტიურობისგან.

თხის რქა – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზებულობის და შესაშური შრომისუნარიანობის გამოვლენას, სხვებზე მეტად მოგეცემათ კარიერული განვითარების და წარმატების მიღწევის შანსი, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგიის გავლენას თქვენც საკმაოდ მტკივნეულად იგრძნობთ, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები არ მოერიდებიან ჭორებს და ინტრიგებს თქვენს ზურგს უკან, რასაც გარკვეულწილად თავადაც შეუწყობთ ხელს მოჭარბებული ფანტაზიებითა და ილუზიებით, ამიტომ მეტი ყურაღება მიაქციეთ გარშემომყოფებს და პირველ რიგში კონკურენტებს.

მერწყული – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა მთელი წლის განმავლობაში. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით, ადვილად გაღიზიანდებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. ამასთანავე, მაღალია, ინფექციური დაავადებებით დასნეულების და ტრავმების მიღების საფრთხე. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც არ მოერიდებიან თქვენს წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას და პრობლემების შექმნას, რაც თავის მხრივ, კონფლიქტის, სერიოზული უსიამოვნების მიზეზი გახდება. მზის და ურანის, მერკურის და მარსის დაპირისპირება კი, ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით და შესაძლოა, მსხვილი დანაკარგის მიზეზიც გახდეს. გაუფრილდით დანაზოგს, რადგან არაა გამორიცხული გაგძარცვონ ან იმ საყიდლებში დახარჯოთ ფული, რაც აბსოლუტურად არ გამოგადგებათ.

თევზები – ნეპტუნის და იუპიტერის, სატურნის და მარსის დაპირისპირება მეტ სირთულეებს შეგიქმნით კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში, რადგან ინტერესთა კონფლიქტის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება და კომპრომისის მიღწევა. გავლენიან მფარველებთან უთანხმოება კი, ერთის მხრივ, ფინანსურ პრობლემებს მოგიტანთ, მეორეს მხრივ კი, თქვენს კარიერულ წინსვლას შეაფერხებს. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, ნუ მიეცემით სასოწარკვეთას, ისარგებლეთ მცირე პაუზით და მეტი დაისვენეთ. მოერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას და შემოიფარგლეთ მხოლოდ ინდივიდუალური პროექტებით, რათა თავი დააღწიოთ უსაიმოვნებებს.

გეომაგნიტური დღეები – 14, 18 და 20 იანვარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები