სავსემთვარეობა და მზის დაბნელება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გაზრდის ტრავმებისა და ავარიების საფრთხეს, გახდება კონფლიქტის და დაპირისპირების მიზეზი, ადამიანებში კი, გააძლიერებს ცდუნებებს, პროვოკაციების აყოლის და შეცდომების დაშვების ალბათობას.

თავისუფლებისა და მეგობრობის მმართველი პლანეტა ურანი კი, რომელიც დირექტული გახდება, ანუ ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გაასწორებს მოძრაობას, ძველი პროექტების რეალიზაციას და მეგობრებს შორის ურთიერთგაგების მოძიებას შეუწყობს ხელს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად. ნაკლებად სახარბიელო დღეა ქორწინებისა და ახალი კავშირების დასამყარებლად.

ჯანმრთელობა – დროებით უარი თქვით ალერგიის გამომწვევი საკვების მირთმევაზე. არ ღირს დასუსტებულ ძვლოვან სისტემაზე, სახსრებსა და ხერხემალზე ოპერაციის ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – ბეჟი, ოქროსფერი და მწვანე, თეთრი და ცისფერი გაზრდიან თქვენს შარმსა და მიმზიდველობას, მინერალების გამოყენებისგან კი, უმჯობესია თავი შეიკავოთ.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად სახარბიელო დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

მსგავსი თემები