LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

588
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

გურმანების დღეა, ამიტომ თამამად შეგიძლიათ დააგემოვნოთ ახალი კერძები.

მეტი ყურადღება გამოიჩინეთ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ, რადგან მოიმატებს წყენის და ბრაზის, კამათის და კონფლიქტის ალბათობა.

მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას და სხვათა გაკიცხვას, სულსწრაფი და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას.

აკონტროლეთ ფინანსები და მაქსიმალურად გაუფრთხილდით თქვენს საფულეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და უძრავი ქონების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და ლიმონისფერი, ასევე აგატი, ონიქსი, მარგალიტი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები