LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

612
cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. აღსანიშნავია, რომ დღეს მზეც და მთვარეც აქტიური და ენერგიული, ინიციატივიანი და კონტაქტური ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება და ადამიანებშიც სწორედ მისი თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან გუშინდელი ახალმთვარეობის ნეგატიური გავლენა დღევანდელ დღეზეც აისახება. მაქსიმალურად ეკონომიურად ხარჯეთ ფინანსები, რათა არ აღმოჩნდეთ პრობლემების წინაშე. არ აჰყვეთ საეჭვო ადამიანებს, რომლებიც თქვენს ავანტიურაში ჩაბმას ეცდებიან. მამაკაცებს დღესაც ემოციების, აგრესიის მართვა მოუწევთ, რათა არ გამოიწვიონ კონფლიქტები და უსიამოვნებები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობისთვის, ვარჯიშისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ხელშეკრულებების გაფორმება და ფინანსური ოპერაცეიბის განხორციელება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, წითელი, ყვითელი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და მერწულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები