LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

963
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 19:22-დან 01:00 საათამდე, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა არ შექმნან ტრავმებისა და ავარიების საფრთხე.

ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ, საგრძნობლად დაიძაბება სასიყვარულო ურთიერთობები, არ ღირს მსხვილი საყიდლების გაკეთება და კაპიტალის დაბანდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღეები – სასიკეთო დღეა საბანკო-საფინანსო ოპერაციებისთვის, ცოდნის მისაღებად და სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად, ავტომობილის შესაძენად და ერთობლივი პროექტების განსახიორციელებლად, ნაკლებად სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – გეომეგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, მოერიდეთ დასუსტებულ კუჭქვეშა ჯირკვალზე და ელენთაზე ოპერაციის გაკეთებას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი და ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ყვითელი და მწვანე იასპი, აგატი და მალაქიტი, ოპალი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – ახდება მხოლოდ სასიკეთო სიზმრები.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, კირჩხიბისა და თხის რქისთვის, შედარებით დაძაბული იქნება დღე ლომის და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები