LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

186
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 01:00-დან 06:00 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ავარიების მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ბინის ინტერიერის შესაცვლელად, ძვირფასი ნივთების შესაძენად და ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით შვილებთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად, ახალი სამსახურის ან საქმის დასაწყებად, რომელიც  აუცილებლად სასიკეთო შედეგით დასრულდება. არ ღირს მსხვილი საყიდლების გაკეთება ფინანსური გარიგების და მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმება, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა.

ჯანმრთელობა –  გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით და ძის პროდუქტით, ხორცით და თევზის კერძებით, მაქსიმალურად შეზღუდეთ ყავის, ჩაის და ალკოჰოლური სასმელის მიღება. არ ღირს ოპერაციის ჩატარება დასუსტებულ კუჭქვეშა ჯირკვალსა და ელენთაზე.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი, ასევე ბრილიანტი, სარდიონი და ქარვა, სერდოლიკი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, პრობლემები ელით ვერძსა და ტყუპებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები