LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

209
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 01:00-დან 06:00 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის უარყოფითი ენერგია, რაც ჩვეულებრივზე მეტად მოადუნებს ადამიანთა ყურადღებას, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა არ შექმნან სახიფათო და ავარიული სიტუაციები.

სავსემთვარეობა ანუ მზისა და მთვარის დაპირისპირება ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქალურ ღერძზე ადამიანთა დიდი ნაწილის გაღიზიანების, აგრეიის და დეპრესიის მიზეზი გახდება. მოიმატებს ცდუნებებისა და შეცდომების ალბათობა, ტრავმებისა და ავარიების რისკი, არაა გამორიცხული ბევრი სერიოზულად შეაწუხოს ჯანმრთელობის პრობლემებმაც.

მაქსიამლურად აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ კონფლიქტებს, კამათს და ხმამაღალ საუბარს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს ეზოში თამაშისას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ვარჯიშისა და ტურისტული ლაშქრობის, სპორტული, კულტურული და საიუბილეო ღონისძიებების მოსაწყობად, ნაკლებად წარმატებული დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – იისფერი, ცისფერი და ვარდისფერი, ყვითელი და ლურჯი, ასევე ფირუზი, ლაზურიტი და სარდიონი, საფირონი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ჰოროსკოპის ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და მერწყულისთვის, შედარებით რთული იქნება დღე კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები